თავში

სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს

სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს
სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს

69 წლის კაცი, რომელსაც პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. 

სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი სარწყავ არხში იპოვეს. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნდა. ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს, სოფელში შენიშნეს.

ცნობილია, რომ ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩაუტარდება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system