თავში

საწოლფონდი საჭიროზე მეტი გვაქვს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საწოლფონდი საჭიროზე მეტი გვაქვს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
საწოლფონდი საჭიროზე მეტი გვაქვს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 44 კლინიკა და 3700-მდე საწოლია მობილიზებული. ამასთან ბერაიას განმარტებით, სამინისტროს აქვს დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, და აღნიშნული კლინიკები საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან პროცესში. ეკატერინე ბერაიას განმარტებით, საქართველოში სულ 17 400 საწოლი არსებობს.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანას 500 -მდე ინფექციონისტი და 1400-მდე რეანიმატოლოგი ჰყავს.

„კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ დაწესებულებებში მობილიზებულია 3700-მდე საწოლი. საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით არის შემდეგი: თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1987, აჭარაში - 11 კლინიკა , საწოლების რაოდენობა 731, იმერეთში 10 კლინიკა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით და გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.

ასევე ქვეყანაში მობილიზებულია 2453 სასუნთქი აპარატი და რაც მთავარია მედპერსონალი, რომელიც არის გადამზადებული. ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2044 -ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდ დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ სასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

პარალელურად ამ ყველაფრის გარდა შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩავრთოთ პროცესში. ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. ქვეყნის მასშტაბით სულ გვაქვს 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2290, ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია,“- განაცხადა ადამიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system