თავში

"სერიოზული მაჩვენებელია" - კულუმბეგოვი

"სერიოზული მაჩვენებელია" - კულუმბეგოვი
სერიოზული მაჩვენებელია - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელს სერიოზულს უწოდებს და მიზეზების გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს. 

"საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, ანუ ქვეყანა კარგავს საშუალოდ, 1000 ინფიცირებული ადამიანიდან თითქმის დღეში 25-დან 30-მდე ადამიანს. 

ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, ხომ არ არის კლინიკურ ნაწილში რამე პრობლემა, ლოჯისტიკურ ნაწილში, ან თუ შეიძლება, ეს აიხსნას ბრიტანული ვარიანტის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლებით. ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და განსჯა და ამის შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "tv პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 4804 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 345196 შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1002 პაციენტი, სულ განიკურნა 328620 ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system