თავში

"სერიოზულად დაგვიცავს "ომიკრონისგან" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

"სერიოზულად დაგვიცავს "ომიკრონისგან" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია
სერიოზულად დაგვიცავს ომიკრონისგან - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად "ომიკრონის" 147 შემთხვევაა დადასტურებული. 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და ბუსტერ-დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

"ომიკრონის" გავრცელების შესაკავებლად ბუსტერიზაცია არის მთავარი რეკომენდაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება ქვეყანაში, მით ნაკლები იქნება შემთხვევების რაოდენობა და უფრო მსუბუქი. ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავცრათ მოსახლეობა. ნუ გავთამამდებით იმით, რომ "ომიკრონი" შედარებით მსუბუქია და კვალს არ დატოვებს, არა – კვალი აუცილებლად დარჩება. ამიტომ სამჯერადი ვაქცინაცია სერიოზულად დაგვიცავს "ომიკრონისგან". ასევე, მნიშვნელოვანია ყველა სივრცეში პირბადის ტარება, დისტანცია და თავშეყრისგან თავის არიდება. დეკემბერში, როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა საეჭვო შემთხვევიდან „ომიკრონი“ ამოდიოდა 2-3 შემთხვევაში, დეკემბრის ბოლო კვირაში ეს მაჩვენებელი გახდა 50%. ასე რომ, ზრდა საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობთ, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ის უკვე იქნება დომინანტი შტამი", - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system