თავში

შაქარაშვილის საქმე - რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი

შაქარაშვილის საქმე - რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი
შაქარაშვილის საქმე - რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი

შაქარაშვილის საქმის მოწმის ჩვენებაში, რომელსაც ტელეკომპანია "პირველი" ასაჯაროვებს, საუბარი კონფლიქტის დაწყების მიზეზებზეა. არასრულწლოვანი ბიჭი, ჩვენებაში ამბობს, რომ რამდენიმე უცნობი პირი მისი და მისი მეგობრების მიმართ აგრესიული იყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

„იქ მყოფი ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება იქცეოდა გამომწვევად და აგრესიულად, როგორც ჩემს, ასევე ჩემი მეგობრების მიმართ. კერძოდ, ისროდნენ რეპლიკებს ჩვენი მისამართით და საუბრობდნენ დამცინავი ტონით, ამ დროს მე მარტო გავედი შენობის გარეთ ეზოში. 10 წუთში ეზოში გამოვიდნენ დარბაზში მყოფი ბიჭებიც, რომლებიც დამცინავად ლაპარაკობდნენ. ისინი მოვიდნენ ჩემთან, რა დროსაც მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. გავედით საავტომობილო გზაზე, სადაც მეორე მხარეს არის კიბე, ბეტონის საფეხურებით. ამ დროს, მე მივდიოდი წინ და უკან მომყვებოდა 7 პიროვნება. ერთ-ერთი წინ ჩამომიჯდა და იქცეოდა აგრესიულად, ამ დროს უეცრად უკანა მხრიდან მომხვდა მოულოდნელად თავის არეში რაღაც, შემდეგ ჩემს წინ მდგომმა პიროვნებამ დამარტყა ხელი სახის არეში. მე ვიგრძენი, რომ კიდევ რამოდენიმე ადამიანი მირტყამდა. სახეზე ავიფარე ხელები და ვიცავდი თავს. ამ დროს, მოვიდა ჩემი მეგობარი ვახო ჩიქოვანი, რომელსაც ასევე დაუწყეს ცემა. ვახოს თავიდან მოსდიოდა სისხლი. ამის შემდეგ, ჩვენ წამოვედით ვახოს ტოიოტა ქემრით თბილისში“, – აღნიშნავს არასრულწლოვანი ჩვენებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system