თავში

შემთხევევათა დღევანდელი რიცხვი საკმაოდ მაღალია - ეკატერინე ტიკარაძე

შემთხევევათა დღევანდელი რიცხვი საკმაოდ მაღალია - ეკატერინე ტიკარაძე
შემთხევევათა დღევანდელი რიცხვი საკმაოდ მაღალია - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა გადამწყვეტი არ არის.

მისივე განმარტებით, მომდევნო გადაწყვეტილებები ორ კვირიანი დაკვირვების შესაბამისად იქნება მიღებული.

„კოვიდსტატისტიკის გაზრდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე და ასევე ყველა იმ ღონისძიების ეფექტურ წარმართვაზე, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად შეზღუდული იყოს, ან წარიმართს მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს. შემთხევევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც საკმაოდ მაღალია, არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია დაკვირვება თითეულ ამ ზრდაზე, ორი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“, - აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system