თავში

შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი

შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი
შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების შესახებ პარლამენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხუთშაბათს იმსჯელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მათ საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები უკვე გადასცა. კომიტეტზე მსჯელობის შემდეგ საკითხი განსახილველად ბიუროს სხდომაზე გავა, შემდგომ კი უკვე კენჭისყრაზე დადგება.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საფუძველია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა იქამდე არ უნდა მიიღოს, ვიდრე სამივე ინსტანციის სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system