თავში

შიმშილობის მსოფლიო ინდექსით“ საქართველო 39-ე ადგილზეა

შიმშილობის მსოფლიო ინდექსით“ საქართველო 39-ე ადგილზეა
შიმშილობის მსოფლიო ინდექსით“ საქართველო 39-ე ადგილზეა

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსით“ საქართველო 39-ე ადგილზეა. მონაცემები 2019 წლის ანგარიშს მოიცავს. მას ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe ამზადებენ.

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს. მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული.

ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system