თავში

შსს: 2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა

შსს: 2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა
შსს: 2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა

2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა დღეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას გაქნაცხადა.

შსს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10266 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს). 

როგორც ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად, 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system