თავში

შსს: ჟურნალისტებს მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა

შსს: ჟურნალისტებს მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის
შსს: ჟურნალისტებს მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა

მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის დამიზნებით გამოყენება არ მომხდარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

საბანაძის თქმით, წყლის ჭავლი მხოლოდ იმ პროტესტანტების მიმართ გამოიყენეს, რომლებიც პოლიციელებზე  ძალადობდნენ. 

"წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა
საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად
იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო
რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და
მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც
ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკოს შენობაში უკანონოდ შესვლას.
ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა"
, - განაცხადა კახა საბანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system