თავში

ხარაგაულში გარდაცვლილი მუშის დედა სამუშაოების შესრულების დროს შვილის ბრალეულობას გამორიცხავს

ბრალეულობას გამორიცხავს
ხარაგაულში გარდაცვლილი მუშის დედა სამუშაოების შესრულების დროს შვილის ბრალეულობას გამორიცხავს

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გარდაცვლილის, თამაზ ჩარექიშვილის დედა გამორიცხავს, მის შვილს შეცდომა დაეშვა, რადგან ის რკინიგზის მშენებლობაზე გამოცდილი თანამშრომელი იყო.

როგორც გარდაცვლილის დედა ყვება, მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ოჯახს დახმარებას დაპირდნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სარკინიგზო გვირაბს აშენებენ.

"მე ის ვიცი, რომ შვილი მომიკლეს. იქ რა მოხდა არ მიკითხავს, ჩემს შვილს ტყუპები ეწვინა იაშვილის კლინიკაში რეანიმაციაში, პენსიაზე ყადაღა დამადეს, მითხრა დედა წავალ და ორ-სამ დღეს გადაბმულად ვიმუშავებო, რა მოხდა არ ვიცი, მოვიდნენ წარმომადგენლები და თქვეს, რომ ყველაფერში დაგვიდგებიან გვერდში,"- აღნიშნავს "კურიერთან" საუბრის დროს გარდაცვლილი მამაკაცის დედა.

შეგახსენებთ, ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. 

მას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system