თავში

"სირცხვილია რაც ხდება, გაბრაზდით ხალხნო" - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

"სირცხვილია რაც ხდება, გაბრაზდით ხალხნო" - აქცია საქალაქო
სირცხვილია რაც ხდება, გაბრაზდით ხალხნო - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოსი მიხაილო თოდუას მხარდასაჭერი აქცია იმართება. 

აქციის მონაწილეები მუსიკოსის მიმართ შესაძლო პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. 

"სირცხვილია ახლა რაც ხდება, სირცხვილია რომ ჩვენ თვალწინ, უდანაშაულო ადამიანს გვაცლიან ხელიდან და ციხეში სვამენ, როგორ არ ბრაზდებით ამაზე?! მოდით აქციაზე, რადგან ამ დამპალ სისტემაზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა ბევრი ხალხია", - განუცხადა Report.ge-ს მუსიკოსის მეგობარმა ანუკა მუზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, მუსიკოსმა საპატიმრო დაწესებულება 2019 წლის 11 ოქტომბერს დატოვა.

მან პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. შინაპატიმრობის წესების მიხედვით, მიხაილო ვალდებულია, 21:00 საათზე სახლში იყოს და მუდმივად ატაროს ელექტრო სამაჯური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system