თავში

სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს

სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს
სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს

სოფელ ბუკნარში, მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს., რომელსაც საქართველოს მუფთი ადამ შანთაძეც ესწრება.

ჯგუფური ლოცვა ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მუსლიმი თემის წარმომადგენლებმაც შეასრულეს.

რელიგიური რიტუალი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან.

პარასკევის ლოცვაზე საქართველოს მუფთმა იქადაგა, მან მორწმუნეებს ერთიანობისკენ და მიმტევებლობისკენ მოუწოდა.

„როგორც სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ძალა ერთობაშია“ გვასწავლის, ძლიერი ვიქნებით მაშინ, როცა ვიქნებით ერთად, ალაჰი ბრძანებს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს და ნუ გავკიცხავთ ერთმანეთს“, – მიმართა მრევლს საქართველოს მუფთმა , ადამ შანთაძემ.

შეგახსენებთ, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system