თავში

სოფელ გეტაში მოსახლეობას PCR ტესტებით ამოწმებენ - PHOTO

სოფელ გეტაში მოსახლეობას PCR ტესტებით ამოწმებენ - PHOTO
სოფელ გეტაში მოსახლეობას PCR ტესტებით ამოწმებენ - PHOTO

სოფელ გეტაში მოსახლეობის შემოწმება PCR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,სოფელში უკვე შევიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს PCR ტესტირებასა და თერმოსკრინინგს უტარებენ.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო დღეს სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა. მათგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-სგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 49 პირი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

სოფელ მუშევანსა და გეტაში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში არიან გადაყვანილები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system