თავში

SOS მდგომარეობაში ვართ, ვემხრობი რეგულაციების გამკაცრებას - დევი ტაბიძე

SOS მდგომარეობაში ვართ, ვემხრობი რეგულაციების გამკაცრებას - დევი ტაბიძე
SOS მდგომარეობაში ვართ, ვემხრობი რეგულაციების გამკაცრებას - დევი ტაბიძე

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე ამბობს, რომ ქვეყანა ე.წ SOS რეჟიმშია და რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო. მისი თქმით, რაც უფრო გამკაცრდება რეგულაციები, მით უფრო მარტივად „მთავარში“ განაცხადა.თუკი უფრო გაამკაცრებენ რეკომენდაციების დაცვას, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გავივლით "ომიკრონის" ტალღას. 

მისი თქმით, წესების დაცვას სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს.

„ვართ ე.წ. SOS მდგომარეობაში და ეს SOS მდგომარეობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რეკომენდაციების გათვალისწინება. რაც შეეხება სამთავრობო ორგანიზაციებს - თუკი უფრო გაამკაცრებენ რეკომენდაციების დაცვას, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გავივლით „ომიკრონს“, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას. სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ.

მე საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა მაქვს ჩემი პირადი განწყობა - მეც ისეთი მართლმადიდებელი ვარ, როგორც თქვენ და გილოცავთ დამდეგ შობას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ამ სიტუაციას მეტ-ნაკლებად სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს. ჯერჯერობით ეკლესიის კლასტერი არ გამოჩენილა და იმედი მაქვს, რომ არასდროს არ იქნება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ნახეთ, ომიკრონის რამდენი შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system