თავში

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულების გადამოწმებისას დახმარება არ შეუწყდებათ 

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულების გადამოწმებისას დახმარება არ შეუწყდებათ 
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულების გადამოწმებისას დახმარება არ შეუწყდებათ 

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხმა კომიტეტმა, მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუწყდეთ სოციალური დახმარების მიღება იმ ოჯახებს, რომელთა ქულათა გადამოწმების პროცესი და ხელახალი შესწავლა მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

"კომიტეტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ოჯახებს, რომელთაც ქულები ხელახლა ენიჭებათ, აღარ შეუწყდებათ დახმარება გადამოწმების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე განაცდური დროის ანაზღაურება ხდებოდა, ფაქტების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ის პერიოდი როდესაც აღარ იღებდნენ ისინი დახმარებას იყო დიდი წნეხი. ამისთვის მოხდა დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება და ამ გადაწყვეტილებით მათ აღარ მოუწევთ ლოდინი როდის დასრულდება სოციალური სამსახურის მხრიდან მათთვის ხელახლა ქულების მინიჭება",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system