თავში

22 დადასტურებული შემთხვევა - ,,დონას" კლასტერი გაფართოვდა

22 დადასტურებული შემთხვევა - ,,დონას" კლასტერი გაფართოვდა
22 დადასტურებული შემთხვევა - ,,დონას კლასტერი გაფართოვდა

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბათუმში დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა საკონდიტრო მაღაზია ,,დონას" უკავშირდება. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system