თავში

სტრასბურგში წავალთ - ბაჩალიაშვილის დედა

სტრასბურგში წავალთ - ბაჩალიაშვილის დედა
სტრასბურგში წავალთ - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დახურვას, ოჯახი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. 

თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი ქალიშვილი მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მოკლულია და გამოძიებამ ამიტომაც ვერ იპოვა დამნაშავე. 

"უნდოდათ მალე დაეხურათ ეს საქმე და არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ და იმიტომ წელავდნენ. სტრასბურგში წავალთ, რადგან გვაქვს არაერთი მტკიცებულება. ეს ყველაფერი მაღალი ეშელონების გაკეთებულია, თორემ ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული, რომ ყოფილიყო აქამდე იპოვიდნენ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system