თავში

სუბარი: მესტიაში არ უნდა დარჩეს ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება

სუბარი: მესტიაში არ უნდა დარჩეს ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება
სუბარი: მესტიაში არ უნდა დარჩეს ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის თქმით მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას არ ელოდებიან. 

მისი თქმით, არ არსებობს მომარაგების პრობლემა და თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდება მოთხოვნა, რამდენიმე საათში გვარდება. 

„ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები, რაც გვაძლევს 100%-იან გარანტიას და იმედს, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება. რაქტიკულად, დაბა მესტიაში არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ამ აფეთქების ლოკალიზება. მომარაგების პრობლემა არ არსებობს და თუ არსებობს, თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდა მოთხოვნა, ეს არის საათების თემა, რომელშიც ეს მოგვარდება. უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართულია საქმეში. მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, დღეს დაიწერა, რომ სოფელ ბეჩოში არის პროდუქტების ნაკლებობა. ზუსტად 15 წუთში ჩამიყარეს იმავე სოფლიდან, ბეჩოდან მაღაზიის სურათები, სადაც მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება, რამე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდეს სადმე პრობლემა, მაგრამ ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შექმნის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system