თავში

სვეტიცხოველს საფრთხე ემუქრება-ტაძარს ყველა მხარეს ბზარები აქვს, ქვამ კი დაშლა დაიწყო 

სვეტიცხოველს საფრთხე ემუქრება-ტაძარს ყველა მხარეს ბზარები აქვს, ქვამ კი დაშლა დაიწყო 
სვეტიცხოველს საფრთხე ემუქრება-ტაძარს ყველა მხარეს ბზარები აქვს, ქვამ კი დაშლა დაიწყო 

სვეტიცხოვლის ტაძარს საფრთხე ემუქრება. მე-11 საუკუნის ეკლესიის ქვის პერანგი იშლება. სპეციალისტების თქმით ქვამ შემკვრელი კომპონენტი დაკარგა და ამის გამო იქერცლება. ტუფით ნაგებ ტაძარზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოები თანამედროვე მეთოდოლოგიით აქამდე არ ჩატარებულა.

ტაძარს ყველა მხარეს ბზარები აქვს, ქვა კი გამოფიტული და გაფხვიერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირები, შესაძლოა, წლებთან ერთად დაიკარგოს. სიღრმისეული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ყველა ბზარი კირის სპეციალური ხსნარით უნდა ამოივსოს და წლების წინ ცემენტით დაფარული ნაწილები მარილებისაგან გათავისუფლდეს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სავარაუდოდ, 2020 წელს უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება რესტავრაცია ან რა ოდენობის თანხას გაიღებს უწყება ტაძრის შენარჩუნებისა და ქვის ჩამოშლის პროცესის შესაჩერებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system