თავში

დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებს სამხედროები აღარ გააკონტროლებენ

დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებს სამხედროები აღარ გააკონტროლებენ
დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებს სამხედროები აღარ გააკონტროლებენ

საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებს, დღეიდან, 12 მაისიდან, სამხედროები აღარ გააკონტროლებენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალურ პოსტებზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა და 22 მაისამდე გრძელდება. 

11 მაისიდან  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system