თავში

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვახტანგ გომელაურს პასუხობს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვახტანგ გომელაურს პასუხობს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვახტანგ გომელაურს პასუხობს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, ვახტანგ გომელაურის განცხადებას პასუხობს. თეონა თამაზაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია შს მინისტრის განმარტება, იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო პროცესში FBI საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება. თეონა თამაზაშვილის თქმით, ის შოთაძემ დაარწმუნა, რომ FBI ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად ჩაერთვებოდა პროცესში. 

"გაუგებარია გომელაურის ასეთი ტიპის განცხადება, ვინაიდან ჩვენ, ბატონ ირაკლი შოთაძისგან მივიღეთ გარანტია, რომ უკვე დაგზავნილია FBI-ის ჩართულობაზე წერილი," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა თვითმკვლელობას დაასკვნის და ამის შემდეგ FBI  საქმეში აღარ ჩაერთვება. ის პასუხს ითხოვს ირაკლი შოთაძისგან, რატომ კეთდება ასეთი განსხვავებული განცხადებები ორი უწყებიდან.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტიზა იტყვის, რომ თვითმკკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის ჩართულობა საჭირო არაა. ოვითხოვ ბატონ ირაკლი შოთაძესთან ამის თაობაზე შეხვედრას და პასუხს, თუ რატომ ხდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები ორი უწყებიდან. სასტიკად არ უნდათ FBI-ის ჩართულობა, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს რომ მაგათი ხელი ურევია ამაში", -  განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ გამოძიება მალე დასრულდება. რაც შეეხება პროცესში FBI-ს ჩართვას, გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო პროცესში FBI ჩაერთვება, სავარაუდოდ ექსპერტიზის ნაწილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system