თავში

თამარ გაბუნია: პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

თამარ გაბუნია: პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება
თამარ გაბუნია: პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ ნიშნავს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არსად წასულა.

„აქტიური პაციენტების რაოდენობა დღეს მაღალი არ არის. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიზოდურად შემთხვევების მატება, როგორც გვქონდა გუშინ, როდესაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმას, რომ სიტუაციაზე კონტროლი რამენაირად დაიკარგა, თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად, ჩვენ გარშემო, ამდენად, ყურადღება გვმართებს და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მოხდეს ვირუსის გამოვლენა.

საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს - ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system