თავში

თამარ გაბუნიამ ვაქცინის მიღების თარიღი დაასახელა

თამარ გაბუნიამ ვაქცინის მიღების თარიღი დაასახელა
თამარ გაბუნიამ ვაქცინის მიღების თარიღი დაასახელა

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინას მოგვაწოდებენ 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ ვაქცინით დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან და „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან.

„დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა „ფაიზერმა“ იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქიცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system