თავში

"თანმხლები დაავადება არ იმართებოდა გონივრულად" - ექიმი 19 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს

"თანმხლები დაავადება არ იმართებოდა გონივრულად" - ექიმი 19 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს
თანმხლები დაავადება არ იმართებოდა გონივრულად - ექიმი 19 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს

"გერმანული ჰოსპიტლის" კლინიკური დირექტორი ეკატრენიე ლორია ადასტურებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის  პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე კრიტიკული იყო და მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა. 

ექიმი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ დამძიმებული და მისი მართვა მიმდინარეობდა არასწორად.

"დაწყებული იყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. პაციენტი დესატურირდებოდა. შეფასებული იყო მისი მდგომარეობა კრიტიკულად. სიპაპ ვარჯიშების მიუხედავად არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენთან რომ შემოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ამას გიდასტურებთ კიდევ ერთხელ. თანმხლები დაავადება იყო ძალიან მძიმე, ეს თანხმლები დაავადება, რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი, არ ვიცი თვითონ პაციენტის მიერ თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გეტყვით" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე ლორიამ.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა. 

გარდაცვლილი გოგოს ოჯახი დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და კოვიდსასტუმროში არასათანადო მოვლაზე საუბრობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system