თავში

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე - სოლიდარობის აქცია ქუთაისში

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე" - ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. 

ჟურნალისტების განცხადებით, ორგანიზაციის ახლდდანიშნული დირექტორი პროფესიონალ და მიუკერძოებელ პროდიუსერებს სამსახურიდან ათავისუფლებს.

"აყურადღებო და საგანგაშოა ის პროცესები, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს. აღნიშნული არხის ჟურნალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ახლადდანიშნული დირექტორი გიორგი კოხრეიძე ათავისუფლებს სამსახურიდან პროდიუსერებს, რომლებიც არიან მიუკერძოებლები და პროფესიონალები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჟურნალისტებიო სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და მოვუწოდებთ ტელევიზიის ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება",-განაცხადა Report.ge-სთან ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, არხის და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტელევიზიის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system