თავში

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.

"ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულ პირებს - 300 ლარი გადაურიცხა.

9 მაისთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 115-მა ვეტერანმა და ამ ომში მარჩენალდაკარგულმა 52-მა პირმა მიიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4–11 მაისი უქმეებად არის გამოცხადებული, რის გამოც, მიმდინარე წელს, ვეტერანთა საპენსიო ბარათზე თანხა დაგეგმილზე ადრე გადაირიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system