თავში

თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა

თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა
თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა

კახა კალაძემ კიოლნის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რაც დედაქალაქში ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოების შექმნაზე ვალდებულების აღებას გულისხმობს. ხელმოწერის ცერემონია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, ქალაქ კიოლნში გაიმართა. თბილისის მერი ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველ საერთაშორისო სამიტს დაესწრო. კახა კალაძესთან ერთად დეკლარაციას 40 ქვეყნის 100- ზე მეტი ქალაქის მერი შეუერთდა.

კიოლნის დეკლარაცია გულისხმობს ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის ისეთი ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებისა და გარემოს შექმნას, რომელშიც ბავშვის უფლებები და საჭიროებები, მიღებული და გაზიარებული იქნება საზოგადოების წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან, რაც ასახვას ჰპოვებს კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, ბიუჯეტსა და გადაწყვეტილებებში.

„ბავშვზე მორგებული ქალაქი“ UNICEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას. პროექტი 24 ქვეყანაში, ცალკეულ რეგიონებსა და თვითმმართველ სუბიექტებს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system