თავში

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანების ფაქტს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფლავის ქვის ვარდნა არ გამოუწვევია პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაობს, არამედ ის სიძველის გამო ჩამოვარდა და ამ დროისთვის ყველა წესის დაცვით აღდგენილია. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას.

რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს" - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system