თავში

თბილისში ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივს მიაგებენ

თბილისში ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივს მიაგებენ
თბილისში ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივს მიაგებენ

აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი და  საელჩოს წარმომადგენლები დღეს ჰეიდარ ალიევის ძეგლს მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ. 

აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები თბილისში მდებარე აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმსაც ეწვევიან, სადაც ჰეიდარ ალიევის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაიხსენებენ.

ღონისძიება რუსთავში ალიევის სახელობის პარკში გაგრძელდება. ფაიგ გულიევი აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად რუსთავში ჩავა და ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ძეგლს მოინახულებს.

მოგვიანებით, საელჩოს წარმომადგენლები მარნეულში ჩავლენ, სადაც ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული მეგობრული თავისუფალი ჭიდაობის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. 

დღეს მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირიც ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system