თავში

თბილისში, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - Exclusive

თბილისში, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისში, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - Exclusive

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის, Azerkitab-წიგნის ცენტრისა და  მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსნა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმ, მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, აიგულ ისაევამ და სხვებმა.

მათ სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნეს, რომ ხოჯალის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა აზერბაიჯანისთვის.

დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1992 წელს განვითარებული მოვლენები და პატივისცემა გამოხატეს გარდაცლილების და ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების, ასევე მათი ოჯახების მიმართ.

ცნობისთვის, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომლებიც სსრკ-ს დროიდან ქალაქ ხანკენდში იყო დისლოცირებული და რომლის სამეთაურო და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს სომხები წარმოადგენენ, მიწასთან გაასწორეს ქალაქი ხოჯალი.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შედეგად ქალაქში მყოფი 5 ათასი ადამიანიდან 613 დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. ორასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაიჭრა , 1 200 ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა, ამ დრომდე უცნობია 150 ადამიანის ბედი. სრულად არის განადგურებული 8 ოჯახი.















ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system