თავში

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 1988 წელს დაბადებული პირი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი: 1988 წელს დაბადებული დ.თ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. 
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, " - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system