თავში

თბილისში ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა - განაწილება რეგიონების მიხედვით

თბილისში ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა
თბილისში ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა - განაწილება რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის გუშინ დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"ისევ ყველაზე მეტი ინფიცირებული გახლავთ თბილისში და აჭარაში. თბილისში ახალი დადასტურებული შემთხვევების 40%-ია რაც შეესებამება 469-ს, აჭარაში კი 30%, რაც შეესაბამება 260 პაციენტს. იმერეთში გარკვეულწილად შემცირდა, გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ 78 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73 ახალი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია, კახეთში 46, გურიაში 25,  მცხეთამთიანეთში არის 14 ინფიცირებული, სამცხე-ჯავახეთში 7", - განაცხადა ენდელაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system