თავში

თბილისში სასწრაფომ მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა

თბილისში სასწრაფომ მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა
თბილისში სასწრაფომ მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა

თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, 79 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები იყვნენ - უფროსი ექიმი მაია ქურდაძე, უმცროსი ექიმი თამთა ლაშხია და მძღოლი დავით მექერიშვილი, რომლებმაც მხოლოდ 2020 წელს, უკვე მეოთხე ადამიანს აუმუშავეს გული.

"პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა. იმწამსვე მივხვდით, რომ სასწრაფოდ კლინიკაში უნდა გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა... დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, შედეგი გამოიღო. მამაკაცის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო... ფაქტობრივად, "ახალი სიცოცხლით" შევიყვანეთ კლინიკაში", - აცხადებს უფროსი ექიმი მაია ქურდაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system