თავში

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დედაქალაქის მერია დაეხმარება

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დედაქალაქის მერია დაეხმარება
თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დედაქალაქის მერია დაეხმარება

"უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად, მერიის ყველა სამსახური ორგანიზებულად მუშაობს და იმ მოქალაქეებს, რომელთაც პრობლემები შეექმნათ, მერია დაეხმარება', - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაშლიჯვარში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა გადაადგილების კუთხით. 

"გამგეობაც, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიც, „თბილსერვისიც“ ადგილზე მუშაობს გზების მოსაწესრიგებლად. მეც აქ ვარ, მუხათგვერდის გზასთან. დაზარალებული მოსახლეობის აღწერა ახლაც მიმდინარეობს. გამგებელია ჩართული ამ სამუშაოში. მალე კიდევ ერთი შეკრება გვექნება და განვიხილავთ ვითარებას. გუშინ, მოსახლეობასთან შეხვედრისასაც თქვა გამგებელმა და კვლავ გავიმეორებ: ზიანის მიხედვით, მერია მაქსიმალურად დაეხმარება და გვერდით დაუდგება ყველას“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა "იმედთან" საუბრისას. 

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩა, ასევე დაზარალდა სოფელი დიღომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system