თავში

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი შიმშილობას იწყებს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი შიმშილობას იწყებს
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი შიმშილობას იწყებს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი რექტორის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. 

სტუდენტები ამბობენ, რომ 100 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტს კრიმინალური წარსულის რექტორი არ უნდა მართავდეს. 

აღნიშნული მოთხოვნით აქცია დღეს სტუდენტებმა, განათლების სამინისტროსთან გამართეს.

"რა თქმა უნდა, მისი რექტორობა დაუშვებელია. ადამიანი 4-ჯერ არის ნასამართლევი და როგორ წარმოგიდგენიათ, ცივილიზებულ სამყაროში ასეთი ადამიანი მართავდეს ქვეყნის ერთ-ერთ დიდ უნივერსიტეტს. ეს ხომ მიუღებელია, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ასე უნდა იყოს. ჩვენ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ნამდვილად გაჩერებას არ ვაპირებთ",- თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system