თავში

თემურ წიკლაური 75 წლის გახდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

თემურ წიკლაური 75 წლის გახდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
თემურ წიკლაური 75 წლის გახდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ report.ge-ს მომღერლის მეგობარმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მომღერალი დღეს იუბილარია.

"დღეს დაბადების დღე აქვს, 75 წლის გახდა. ამ დროისთვის რაც ვიცი, გორის ჰოსპიტალში მკურნალობს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ ჯერ ისევ არ მოსულა გონს", - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსის მძიმე ფორმას ებრძვის.

თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system