თავში

ტესტის პასუხი დადებითია, ვრჩები ჯოჯოხეთში - თეონა ცხომელიძე

ტესტის პასუხი დადებითია, ვრჩები ჯოჯოხეთში - თეონა ცხომელიძე
ტესტის პასუხი დადებითია, ვრჩები ჯოჯოხეთში - თეონა ცხომელიძე

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი და "კურიერის" წამყვანი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი 2 კვირის წინ დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. 

ჟურნალისტი წერს, რომ კორონავირუსზე 2 კვირის შემდეგ ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ორგანიზმში ვირუსი კვლავ ფიქსირდება. 

"ტესტის პასუხი დადებითია. ვრჩები ჯოჯოხეთში" - დაწერა თეონა ცხომელიძემ.

ცნობისთვის, თეონა ცხომელიძე სამედიცინო დახმარებას აღარ საჭიროებს, რის გამოც ის კარანტინში, ე.წ კოვიდსასტუმროში იმყოფება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system