თავში

"არავითარი კომბალი, შევდივართ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმს"- ლევან ვასაძე And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება - VIDEO

"არავითარი კომბალი, შევდივართ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმს"- ლევან ვასაძე And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება - VIDEO
არავითარი კომბალი, შევდივართ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმს- ლევან ვასაძე And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება  - VIDEO

ლევან ვასაძე ფილმის And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრება.ამის შესახებ ის მისივე ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.

„არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას,“-აცხადებს ვასაძე. 

მისივე თქმით, ის და მისი თანამოაზრეები გეგმავდნენ ბილეთების შეძენას, თუმცა ყველა ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის გარდა ფილმის ჩვენების ჩაშლის გეგმებზე განცხადებები „ქართული მარშის"ლიდერმა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრმა გურამ ფალავანდიშვილმაც გააკეთეს.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system