თავში

თოფაძე: მითხრეს რომ მარცხენა ფეხი არ უმუშავებს

თოფაძე: მითხრეს რომ მარცხენა ფეხი არ უმუშავებს
თოფაძე: მითხრეს რომ მარცხენა ფეხი არ უმუშავებს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის თქმით, შესაძლოა ლევან თოფაძისთვის კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება უკვე საზღვარგარეთ გახდეს საჭირო.

"დამირეკეს, ექიმთან წავიყვანე და მითხრეს რომ მარცხენა ფეხი თურმე არ მუშაობს, რადგან ბოლოს დანა დაარტყა ხერხემალთან. მითხრეს, რომ ამ დარგის სპეციალისტები არიან ისრაელში და გერმანიაში. წასვლა ვერ მოვახერხეთ ჯერ, ვრეკავ, ვარკვევ გავიგო, როგორ ჩავიდეთ, თუ ეს საჭირო იქნება, რომ გადავარჩინო ბავშვი," - განაცხადა გოგი თოფაძემ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში კითხავენ

ეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system