თავში

წალენჯიხაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა

წალენჯიხაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა
წალენჯიხაში ქართული ოცნების კანდიდატმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა

წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კონკურენტ, გია ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. გოგა გულორდავას თქმით, აქვს იმედი, რომ წალენჯიხის მომავალი მერის დღის წესრიგი "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული და საქმეზე ორიენტირებული იქნება. 

ის იმედოვნებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული განვითარების პროგრამები წალენჯიხაზე კარგად აისახება.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა,თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს", - განაცხადა გოგა გულორდავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system