თავში

"წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორად ინტერპრეტირებულია" - NCDC

"წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორად ინტერპრეტირებულია" - NCDC
წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორად ინტერპრეტირებულია - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დეზინფორმაციას უწოდებენ.

ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არასწორად ინტერპრეტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

"წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით", - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system