
"წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა ჩვენმა გოგომ... მასთან ერთად იბრძოდნენ ექიმები, ჩვენ, ყველანი... ვერ მოვიგეთ ეს ბრძოლა - ვერ დავამარცხეთ ეს ვერაგი კოვიდი", - კორონავირუსით გარდაცვლილი, 8 თვის ორსულის, ექიმ ნინო ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ემოციური პოსტით ეხმაურება.
"ჩვენი ოჯახის უდიდესი ტრაგედია - ჩვენი ულამაზესი და უსაყვარლესი, უთბილესი განსაკუთრებული, ნინო გარდაიცვალა..
შენ ხარ ნამდვილი გმირი გოგო - დაუჯერებელია რაც შენ იბრძოლე სიცოცხლისთვის...
ორსულობის 33-ე კვირას კოვიდი დაუდასტურდა.. (საჭირო გახდა ნაადრევი საკეისრო კვეთა, ბავშვი გააჩინა )
წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა ჩვენმა გოგომ... მასთან ერთად იბრძოდნენ ექიმები, ჩვენ, ყველანი... ვერ მოვიგეთ ეს ბრძოლა - ვერ დავამარცხეთ ეს ვერაგი კოვიდი, იმდენად გართულდა და ჩაითრია მთელი ორგანიზმი... სამწუხაროდ, აცრას არ უკეთებდნენ ორსულებს მაგ დროს. დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.
#აიცერი", - წერს თინათინ ნიჟარაძე.