თავში

ცერცვაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა აღდგეს, ყველას მანქანა არ ჰყავს

ცერცვაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა აღდგეს, ყველას მანქანა არ ჰყავს
ცერცვაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა აღდგეს, ყველას მანქანა არ ჰყავს

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მუდმივად ვერ დარჩება და მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. 

„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით,რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა, ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები,სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 კაცი ან100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი. დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდ ინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system