თავში

ცერცვაძე საქართველოში COVID-19-ით დაბალსიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

ცერცვაძე საქართველოში COVID-19-ით დაბალსიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს
ცერცვაძე საქართველოში COVID-19-ით დაბალსიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის, ლიდერის, გამოცემის თუ ექსპერტის მიერ აღიარებულია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, სხვა მიდგომებთან ერთად რაღაც წვლილი ამაში „პლაქვენილსაც“ მიუძღვის, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე.

„ გაჩნდა მონაცემები, რომ „პლაქვენილს“ აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოციალურმა კომიტეტმა, ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა ეს საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. არ დადასტურდა „პლაქვენილის“ გვერდითი მოვლენები და დააბრუნეს პრეპარატი კლინიკურ კვლევაში. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რამდენადაც „პლაქვენილს“ ვიყენებთ სამი თვეა და კმაყოფილების მეტი არაფერი გვეთქმის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორივე გადაწყვეტილებაზე ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, ამოღებაზეც და უკან დაბრუნებაზეც. დღეს, ჩვენს პროტოკოლში ისევ არის „პლაქვენილი“. ადრეც და ახლაც ის გამოიყენება საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system