თავში

ცესკო: რეგისტრატორები, რომლებმაც არასწორად მოხიეს ბიულეტენები, ჩანაცვლდნენ

რომლებმაც არასწორად მოხიეს ბიულეტენები, ჩანაცვლდნენ
ცესკო: რეგისტრატორები, რომლებმაც არასწორად მოხიეს ბიულეტენები, ჩანაცვლდნენ

სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოს მესამე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რეგისტრატორები, რომლებმაც არასწორად მოხიეს ბიულეტენები, ჩანაცვლლდნენ სხვა რეგისტრატორებით. 

მისი თქმით, აღნიშნულ დარღვევას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. 

"დარღვევები საარჩევნო უბნებზე 12:00 საათის მდგომარეობით არ ფიქსირდება", - აღნიშნა მიქელაძემ.

ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ,,ქართული ოცნების" კომისიის წევრები გურჯაანში, 31 უბანზე ამომრჩევლისთვის ბიულეტენების გადაცემისას, ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ მასზე ,,ევროპული საქართველოს" ნომერი არის მოხეული.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system