თავში

ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება

ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახს
ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გახსნა. საქართველოს ეროვნული გმირის მკვლელობიდან ორი წლის თავზე მან ტატუნაშვილის ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. 

"არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, რომელმაც ფაქტობრივად თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და მსხვერპლის გარეშე, რადგანაც დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი. ის მსხვერპლია, ის გმირია და მართლაც საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, ეს წარმოადგენს სწორედ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დანაშავეები არიან ფაქტობრივად დაუსჯელნი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

ციხელაშვილის განცხადებით, აუცილებელია დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.

"კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. ვისაც რამე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში. საუბედუროდ, ეს არის იმ მოცემულობის ნაწილი, რომელიც ასე ღიად დადგა ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან მოყოლებული, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი უმძიმესი დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ყველაზე უზენაესის, სიცოცხლის ხელყოფაც, როგორც ეს არჩილის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ის 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ცხინვალში გარდაიცვალა.

ე.წ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system