თავში

ცხადდება თუ არა აჭარაში ლოქდაუნი - რიჟვაძის განმარტება

ცხადდება თუ არა აჭარაში ლოქდაუნი - რიჟვაძის განმარტება
ცხადდება თუ არა აჭარაში ლოქდაუნი - რიჟვაძის განმარტება

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ამ ეტაპზე, არ განიხილება სრული ლოკდაუნი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, შესაძლოა, ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.

"ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში.

თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ განიხილება სრული ლოკდაუნი. დინამიკის მიხედვით, შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 85 შემთხვევა აჭარას ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system