თავში

"ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს" - ინგა გრიგოლია

"ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს" - ინგა გრიგოლია
ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება "იუნესკოს" მიერ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანას.

"ღმერთი სამართლიანია. შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში unesco-ს მიერ, 5 ივლისის გამო, ლექსო ლაშქარავას დასახელებას. 

საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს

ხოლო, ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დააყენებს ყველა იმ პირის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც 5 ივლისს მედიაზე შტურმი მოაწყო და ვინც ხელისუფლებიდან ეს სპეცოპერაცია დაგეგმა… 

მოკლული ქართველი ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა -unesco-ს სია", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, UNESCO-მ "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system