თავში

დე ფაქტო რეჟიმმა 96 წლის კაცი დააკავა

დე ფაქტო რეჟიმმა 96 წლის კაცი დააკავა
დე ფაქტო რეჟიმმა 96 წლის კაცი დააკავა

ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული გორა ღარიბაშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

როგორც report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მათთვის ცნობილია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. 

,,ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - აცხადებენ სუს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system